თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო პროდუქტიულობის ხელშეწყობის პროგრამა
პროგრამის მიზანი: თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პროდუქტიულობის გაზრდა, მათ მიერ გამოქვეყნებული სამეცნიეროპუბლიკაციებისთვის ფინანსური ჯილდოს გამოყოფის გზით.
პროგრამის საფუძველი: ფაკულტეტის საბჭოს ოქმი N4. 28.05.2019 (ცვლილებები: ფაკულტეტის საბჭოს ოქმი N7, 14.07.2022)
პროგრამის პირობები:
- პროგრამა განკუთვნილია თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალისთვის (ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, პროფესორი);
- ჯილდო გამოიყოფა აკადემიური პერსონალის ავტორობით/თანაავტორობით თსუ სახელით გამოქვეყნებულ (დასაბეჭდად მიღებულ) სტატიაზე ჟურნალში, რომელიც ინდექსირებულია SCOPUS ან Web of Science ბიბლიომეტრულ ბაზებშიდა მოწონებულია ფაკულტეტის საბჭოს მიერ;
- საკონკურსოდ წარდგენილი სტატია გამოქვეყნებული უნდა იყოს ჯილდოს მოთხოვნის ან წინა კალენდარულ წელს.
- ჯილდო გამოიყოფა აკადემიური პერსონალისთვის ვისაც შესრულებული აქვს შესაბამისი სახელფასო კატეგორიით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევით დატვირთვა. ამავდროულად, ჯილდოს მისაღებად წარმოდგენილი სტატია არ უნდა იყოს გამოყენებული შესაბამისი სახელფასო კატეგორიით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევით დატვირთვაში სტატიის ავტორ/თანაავტორ აკადემიური პერსონალის მიერ, რომელთაც ექნებათ ჯილდოს მიღების ოფიციალურად გამოხატული სურვილი;
- ჯილდოს ოდენობა ერთ სტატიაზე შეადგენს 2500 (ორი ათას ხუთას) ლარს;
- თუ ჯილდოს მისაღებად წარმოდგენილი სტატიის ავტორი/თანაავტორი არის 1-ზე მეტი აკადემიური პერსონალი, თანხა შესაბამისად გაიყოფა მათ რაოდენობაზე თანაბრად.
- აღნინშულიპროგრამით დაჯილდოებულ სტატიის ავტორს/თანაავტორს უფლება არ აქვს წარადგინოს იგივე სტატია უნივერსიტეტის არსებული ან მომავალში მიღებული რეგულაციებით განსაზღვრული სხვა ფინანსური წახალისების მოსაპოვებლად;
- პროგრამით სარგებლობის მსურველმა თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე უნდა წარადგინოს განცხადება (შევსებული ფორმა - დანართი 1) ფაკულტეტის კანცელარიაში;
- ჯილდო გაიცემა ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურის მიერ, აპლიკანტის განცხადების პროგრამის პირობებთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ, ფაკულტეტის საბჭოსრეკომენდაციითა და წარდგინებით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე.